სასწავლო პროექტის გეგმა
1.პროექტის სახელწოდება: სხეულთა სიგრძე და მასა
2. პროექტის მთავარი იდეა თემა 1-2 წინადადებით: მათემატიკური სიდიდეების პრაქტიკაში გამოყენება
3. პროექტის აქტუალობა: მონაცემების შეგროვება დაკვირვებისა და პრაქტიკული
მოქმედებების საფუძველზე
4. პროექტის მიზანი:
ü
სიდიდეების
შესწავლა
ü
ცოდნის
ტრანსფერი პრაქტიკაში
5. მონაწილეთა ასაკი: დაწყებითი საფეხური მე-3 კლასი
6. ვადები ხანგრძლიობა: 1-2 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
v
პროექტით
სწავლების გამოყენება გაკვეთილზე მოსწავლეს ასწავლის თანათოლებთან პროდუქტიულ თანამშრომლობას
v
მოსწავლეები
შეძლებენ მარტივი ხელსაწყოებით მანიპულირებას, როგორიცაა სახაზავი და სასწორი
v
მოსწავლე
შეძლებს მის ირგვლივ არსებულ საგანთა დაჯგუფებას სიმძიმისა და ზომის მიხედვით
8. პროექტისათვის საჭირო რესურსები: სახაზავი, სასწორი, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული
ნივთები, ფურცლები
9. პროექტის მსვლელობა ძირითადი აქტივობები:
Ø
აქტ.1 მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა
Ø
აქტ.2 მოსწავლეების მიერ აქტუალური კითხვების დასმა და პრობლემების ჩამოყალიბება საკითხის ირგვლივ
Ø
აქტ.3 ორგანიზაციული საკითხები: ჯგუგების შექმნა, ფუნქციების
განაწილება, კონკრეტული დავალებების მიცემა
Ø
აქტ.4 მუშაობის დაწყება: დაკვირვება სხვადასხვა მასალისგან
დამზადებულ ერთი და იგივე სიგრძის ნივთებზე; ვარაუდების გამოთქმა, რომ ფორმითა და სიგრძით
ერთნაირი ზომის სხეულებს შესაძლოა სხვადასხვა მ ასა ჰქონდეთ, ამის პრაქტიკული დადასტურება
სხეულთა გაზომვისა და აწონვის საფუძველზე, მონაცემების შეგროვება-გაანალიზება.
Ø
აქტ.5 შესრულებული სამუშაოს შეჯამება, პრეზენტაცია ისტ-ის
გამოყენებით
10. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი
ამ პროექტზე მუშაობისას
მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას მათემატიკასა და ბუნებაში; გამოუმუშავდებათ დაკვირვების,
ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარები.
მათ. III.12. მოსწავლეს შეუძლია დისკრეტული რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემებისმოწესრიგება და წარმოდგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აჯგუფებს მონაცემებს
არაუმეტეს ორი ნიშნით და ასახელებს ნიშნებს, რომელთა მიხედვითაც მოახდინა დაჯგუფება;
· ალაგებს რამდენიმე
რაოდენობრივ მონაცემს ზრდადობით, კლებადობით;
· ქმნის ურთიერთცალსახა
შესაბამისობის წესით პიქტოგრამას მასწავლებლის მიერ მომზადებულ ბადეზე (მაგალითად, სქემატურად გამოსახავს თითოეულ ობიექტს ბადის
შესაბამის უჯრაში).
ბუნ.III.5.მოსწავლეს შეუძლია საგნების სიმძიმისა
და ზომის მიხედვით განსხვავება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მანიპულირებს მარტივი ხელსაწყოებითა (სასწორი, სახაზავი) და საზომი ერთეულებით (კგ, გ; მ, სმ), წარმოადგენს მონაცემებს;
· აჯგუფებს მის ირგვლივ არსებულ საგნებს სიმძიმის/ზომის მიხედვით;
· აკვირდება სხვადასხვა მასალისაგან დამზადებულ სხეულებს,
გამოთქვამს ვარაუდს მათი ზომებისა და სიმძიმის შესახებ, ამოწმებს გაზომვებით.
11. პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი:სოფიო ფურცხვანიძე
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:sofiofurcxvanidze3@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი, ბლოგი:
sofiofurcxvanidzeblogspot.com
No comments:
Post a Comment