Sunday, July 15, 2018

რეფლექსია

ორო ათას თვრამეტი წლის ოცდაშვიდი ივნისიდან ამავე წლის თხუთმეტი ივლისის ჩათვლით გავიარე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი:,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. აღნიშნული ტრენინგი გაგრძელდა რვა სამუშაო დღე 32 საათის განმავლობაში.
 ტრენინგის მიზანი იყო ისტ-ის აქტიური გამოყენება სასწავლო პროცესში. ტრენინგის ფარგლებში გავეცანი მასწავლებლის კომპეტენციებს ისტ-ის გამოყენების სფეროში, ვისაუბრეთ სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე. გავეცანი word-ის, exel-ის, powerpoint-ის ინსტრუმენტებს და თავადაც შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაოები.: შევქმენი რესურსები powerpoint-ში, word-ში. დავწერეთ გაკვეთილისა და პროექტის გეგმები. ეს ყველაფერი კი ავთვირთეთ, როგორც drive-ში, ასევე ტრენინგის ფარგლებში შექმნილ ჩვენივე ბლოგზე. ტრენერმა მიგვითითა იმ საიტების მისამართები, რომელთა აქტიური გამოყენება დაგვეხმარებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებაში.
ვფიქრობ ისტ-ის ტრენინგით გავიღრმავე ცოდნა და ასევე ვისწავლე ბევრი რამ თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკულად გამოყენებისთვის, რაც დამეხმარება პროფესიულ ზრდაში. ვგეგმავ ისტ აქტიურად გამოვიყენო გაკვეთილზე და ჩავატარო თანამედროვე, მრავალფეროვანი და საინტერესო გაკვეთილები.

No comments:

Post a Comment